პარტნიორი კომპანიების ნდობითა და მხარდაჭერით

მწვერვალებს ვიპყრობთ





 საერთაშორისო გადაზიდვების კომპანია შპს „იალჩინტრანსი“ საქართველოში დაფუძნდა 2012 წელს, რათა უზრუნველყოს ტრანსპორტირება საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ. თავდაპირველად, ჩვენი კომპანია ახორციელებდა ტრანსპორტირებას 1 ტრაილერითა, 4 თანამშრომლის საშუალებით. დღეს შპს „იალჩინტრანსი“, კონკურენტული გარემოს მიუხედავად, მსოფლიოში ღირსეულ ადგილს იკავებს მოქმედ წამყვან სატრანსპორტო კომპანიებს შორის.


 2018 წლიდან „იალჩინტრანსი“ გთავაზობთ, ევროპის ქვეყნებიდან თურქეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის მიმართულების სრულ მომსახურებას. მთავარი საწყობი მდებარეობს სტამბოლში, სადაც 20 ტრაილერი საუკეთესო და თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით უწევს მომსახურებას მომხმარებელს.


ასევე გთავაზობთ, ტვირთის დაცულ ტრანსპორტირებას და დაზღვევას.
 საერთაშორისო გადამზიდი კომპანია „იალჩინტრანსის“ ხედვა: ჩვენი მიზანია ტვირთის მიწოდება „იაფად, უსაფრთხოდ და დროულად“. ჩვენ ყოველთვის ეფექტურად ვმუშაობთ და ვქმნით ჯაჭვს ლოჯისტიკის სფეროში. ვუზრუნველყოფთ თქვენი ტვირთის მაღალხარისხიან და უსაფრთხო ტრანსპორტირებას უმოკლეს ვადებში.